2017-01-12 18:56:18, 1175 ნახვა
საზოგადოება
ხაშურში ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი ემსვერპლა - მათ შორის ერთ-ერთი სასულიერო პირია
ხაშურში ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაცია "ექსპრენიუსს" შსს-ში დაუდასტურეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი პირის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
არსებული ინფორმაციით, მერსედესის და "ნივას" მარკის ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახნენ. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაღუპულთა შორის ერთ-ერთი სასულიერო პირია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან