|
2017-01-10 21:49:41, 1545 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი: პუტინს ფული და პირადი ინტერესები აქვს ამერიკაში, შეერთებულ შტატებს კი ბევრი ბერკეტი, რომ მას მისწვდეს
პუტინს აქვს ფული და ძალიან ბევრი პირადი ინტერესი ამერიკაში. შეერთებულ შტატებს ბევრი ბერკეტი აქვს, რომ ვლადიმერ პუტინს მისწვდეს და რატომ არ გამოიყენა ეს მეთოდები? - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა MSNBC-ის ეთერში განაცხადა. როგორც ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა აღნიშნა, კგბ-ს ხრიკებმა ვერ შეცვალეს საზოგადოებრივი აზრი ამერიკაში. მისივე თქმით, პუტინი გაცილებით უფრო სერიოზული პრობლემების წინაშე დგას, ვიდრე მას წარმოუდგენია. „მთავარი კითხვა აქ ისაა, რომ, თუ ვლადიმერ პუტინმა გასცა ბრძანება, რატომ არ მოსთხოვა ადმინისტრაციამ პასუხი პირადად მას? ერთი საქმეა დიპლომატების გაძევება, მაგრამ პუტინს აქვს ფული და ძალიან ბევრი პირადი ინტერესი ამერიკაში. შეერთებულ შტატებს ბევრი ბერკეტი აქვს, რომ ვლადიმერ პუტინს მისწვდეს და რატომ არ გამოიყენა ეს მეთოდები? მე ვიცი, რომ პუტინი ბოროტებაა. ვიცი, რომ მას შეუძლია ხალხის მოკვლა, გააჩნია გავლენა პოსტ-საბჭოთა სივრცეში, როგორც ეს საქართველოსა და უკრაინის შემთხვევაში მოხდა. როგორც ვხედავ, კგბ-ს ხრიკებმა ვერ შეცვალეს საზოგადოებრივი აზრი ამერიკაში. რაც შეეხება დონალდ ტრამპს, რუსეთთან კარგი ურთიერთობა შესაძლებელია, როცა ამერიკა არის ძლიერი და მტკიცე. დონალდ ტრამპს აქვს ძლიერი პრინციპები და პიროვნული თვისებები. რაც ყველაზე მთავარია, მისით მანიპულირება შეუძლებელია. მას ვერ ჩაითრევ საქმეში, რომელიც დააზარალებს ამერიკის ინტერესებს. მე ამისი მტკიცედ მწამს და ამიტომ ვფიქრობ, რომ პუტინი გაცილებით უფრო სერიოზული პრობლემების წინაშე დგას, ვიდრე მას წარმოუდგენია,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. სააკაშვილმა აქვე აღნიშნა, რომ რუსეთი ჩაერია არამხოლოდ საქართველოს საარჩევნო პროცესში, არამედ უკრაინაში და ბალტიის პირეთის ქვეყნების არჩევნებშიც. მისივე განცხადებით, "ჩვენ გამუდმებით ვაწვდიდით ინფორმაციას ამერიკელ მეგობრებს ამის თაობაზე, მაგრამ ერთადერთი პასუხი ვაშინგტონიდან იყო ის, რომ თქვენი რეაქცია გადამეტებულია". „რუსეთი ჩაერია არამხოლოდ საქართველოს საარჩევნო პროცესში, არამედ უკრაინაში და ბალტიის პირეთის ქვეყნების არჩევნებშიც, კერძოდ აღმოსავლეთ ევროპას ეხება ეს. ამ კუთხით ძალიან გაკვირვებული ვარ, რომ ამდენი დრო დასჭრიდა დაზვერვის სამსახურს, რომ ეს საკითხი დღის წესრიგის მთავარ თემა გამხდარიყო. ჩვენ გამუდმებით ვაწვდიდით ინფორმაციას ამერიკელ მეგობრებს ამის თაობაზე, მაგრამ ერთადერთი პასუხი ვაშინგტონიდან იყო ის, რომ თქვენი რეაქცია გადამეტებულია, დამშვიდდით და დაუბრუნდით დემოკრატიულ პროცესს. ამას დაგიდასტურებთ ბარაკ ობამაც,“ - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
კალაძეს ჰგონია, რომ რეჟიმს მოქალაქეებზე ძალადობას აბრალებენ, თავად კი ძალადობას გმობენ
სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაული არჩევნებზე - მოქმედი მოსამართლე პროკურატურისგან გამოძიებას ითხოვს
კალაძე 4 ოქტომბერს დაკავებულებზე: მათ სახელმწიფო გადატრიალების დავალება ჰქონდათ
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)