|
2017-01-10 14:21:02, 1128 ნახვა
პოლიტიკა
ე.წ. ფარული მოსმენების საკითხზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა მიმდინარეობს
ფარული საგამოძიებო მოქმედებების საკანონმდებლო რეგულირების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი პარლამენტში პირველ შეხვედრას მართავს. ჯგუფი 32 წევრისგან არის დაკომპლექტებული და მასში წარმოდგენილი არიან სხვადასხვა სტრუქტურები, კერძოდ: პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, მთავრობის საპარლამენტო მდივანი, საქართველოს სახალხო დამცველი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, იუსტიციის სამინისტრო, მთავარი პროკურატურა, უზენაესი სასამართლო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, თავდაცის სამინისტრო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო და არასამთავრობო ორგანიზაციები. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, პარლამენტმა 31 მარტამდე უნდა შეიმუშაოს შესაბამისი სამართლებრივი ნორმები, რომელიც ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს ეხება. არასამთავრობო სექტორის მიერ მომზადებული მოდელის მიხედვით, ე.წ. ფარული მოსმენების გასაღები სპეციალურად შექმნილ დამოუკიდებელ ორგანოს უნდა ეკუთვნოდეს. მათივე შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუ უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით ე.წ. გასაღები უსაფრთხოების სამსახურში დარჩება, კონსტიტუცია დაცული ვერ იქნება.
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
კალაძეს ჰგონია, რომ რეჟიმს მოქალაქეებზე ძალადობას აბრალებენ, თავად კი ძალადობას გმობენ
სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაული არჩევნებზე - მოქმედი მოსამართლე პროკურატურისგან გამოძიებას ითხოვს
კალაძე 4 ოქტომბერს დაკავებულებზე: მათ სახელმწიფო გადატრიალების დავალება ჰქონდათ
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)