|
2017-01-10 13:11:29, 1317 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძის ოფიციალური ვიზიტი თურქეთში დაიწყო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო. საგარეო უწყების ინფორმაციით, მიხეილ ჯანელიძე ათათურქის მავზოლეუმს ეწვია და თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის ხსოვნას პატივი მიაგო. საქართველოს დელეგაციამ გვირგვინით შეამკო ათათურქის საფლავი და ხსოვნის წიგნში ჩანაწერი დატოვა. როგორც მინისტრმა აღნიშნა ათათურქი გახლავთ თურქეთის სახელმწიფოს აღმშენებლობის არქიტექტორი, რომელმაც ნათელი კვალი დატოვა თურქეთის და ზოგადად კაცობრიობის ისტორიაში. მიხეილ ჯანელიძე თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობას მიიღებს და სიტყვით გამოვა „თურქეთის ელჩების მე-9 კონფერენციაში", შეხვედრებს გამართავს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან, პრემიერ-მინისტრთან ბინალი ილდირიმთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან მევლუთ ჩავუშოღლუსთან და პარლამენტის ვიცე სპიკერთან აჰმეთ აიდინთან.
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
კალაძეს ჰგონია, რომ რეჟიმს მოქალაქეებზე ძალადობას აბრალებენ, თავად კი ძალადობას გმობენ
სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაული არჩევნებზე - მოქმედი მოსამართლე პროკურატურისგან გამოძიებას ითხოვს
კალაძე 4 ოქტომბერს დაკავებულებზე: მათ სახელმწიფო გადატრიალების დავალება ჰქონდათ
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)