|
2017-01-09 15:39:12, 1213 ნახვა
საზოგადოება
ცირკონის დიოქსიდი - მომხიბვლელი ღიმილის გარანტია!
სტომატოლოგიაში გამოიყენება სხვადასხვა მასალა- კერამიკა, კომპოზიტი, ცირკონიუმის ოქსიდი, მეტალი. მათი არჩევა ხდება იმის მიხედვით, თუ რა კონსტრუქციის დამზადებაა საჭირო. იმისთვის, რომ პაციენტმა სწორი არჩევანი გააკეთოს, აუცილებელია ზუსტ და სწორ ინფორმაციას ფლობდეს თითოეული მასალის შესახებ. ცირკონიუმის დიოქსიდი, იგივე ცირკონი მაღალი ხარისხის, მტკიცე, ცვეთმედეგი, გამძლე, მეტალისგან თავისუფალი და იდეალურად ბიოთავსებადი კრისტალური შენაერთია, რომელიც კარგად ადაპტირდება პირის ღრუს ქსოვილებთან. ზემოთ აღნიშნული თვისებებიდან გამომდინარე ცირკონი დიდი წარმატებით გამოიყენება თანამედროვე სტომატოლოგიურ ინდუსტრიაში, ყველა სახის მოუხსნელი კონსტრუქციის დასამზადებლად. სხვათაშორის ცირკონი გამოიყენება არა მხოლოდ სტომატოლოგიაში, არამედ ზოგადად მედიცინაში. რა არის ცირკონის უპირატესობები? ცირკონის დიოქსიდზე დამზადებული გვირგვინების ძირითადი პლუსებია:
ცირკონს ახასიათებს სინათლის სხივის გატარების უნარი, რაც მას იდეალურ ესთეტიკურ ეფექტს აძლევს. ეს ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტებისთვის , ვინაიდან ცირკონის ბაზისზე დამზადებული სამუშაოების ბუნებრივი კბილისგან გარჩევა ძალიან რთულია. სწორედ ეს არის მაღალი ხარისხის მაჩვენებელი, რატომაც გახდა ასეთი მნიშვნელოვანი ცირკონის მასალის გამოყენება სტომატოლოგიაში. კლინიკა „ელიტი“ უკვე 14 წელია პაციენტებს თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილ მომსახურებას სთავაზობს. ცირკონისგან დამზადებული გვირგვინები, ხიდები სწორედ თანამედროვე ევროპული სტანდარტებით გამოირჩევა. გარანტირებული მაღალი ესთეტიკური შედეგი (კბილის ქსოვილებს მინიმალური დანაკარგით) და ბედნიერი, ჯანსაღი ღიმილი ეს ხარისხის მაჩვენებელია, რასაც კლინიკა „ელიტის“ პაციენტები საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად იღებენ. Tel 2 77 22 02 Facebook Clinic Elite / კლინიკაელიტი
(NS)
კობახიძე - გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან
კობახიძე ამბობს, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის არც 1 და არც 50 თეთრი არ ენანება, თუმცა ფარმაცევტულ მაფიაზე მტკიცებულებების გარეშე საუბრობს
მაკა ბოჭორიშვილი: უკრაინასთან ურთიერთობები ორმხრივი უნდა იყოს
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)