|
2017-01-09 12:52:31, 947 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე თურქეთში ვიზიტის ფარგლებში, ამბასადორიალში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 9-10 იანვარს ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკას ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მონაწილეობას მიიღებს თურქეთის რესპუბლიკის დიპლომატიური კორპუსის ყოველწლიურ შეკრებაში, სადაც სიტყვით მიმართავს თურქ დიპლომატებს. ამასთან, საგარეო უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე შეხვედრას გამართავს თურქეთის პრეზიდენტთან რეჯეფ ტაიპ ერდოღანთან, თურქეთის პრემიერ-მინისტრთან ბინალი ილდირიმთან. მიხეილ ჯანელიძე ასევე შეხვდება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მევლუთ ჩავუშოღლუს. თურქეთში დაგეგმილი ოფიციალური შეხვედრების დროს განხილული იქნება საქართველო-თურქეთის სტრატეგიული თანამშრომლობის მიმდინარე აქტუალური საკითხები, მათ შორის საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მუშაობა, საუბარი ასევე შეეხება ორი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად, თურქეთის რესპუბლიკის ამბასადორიალში ასევე მონაწილეობენ ტუნისის და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
კალაძეს ჰგონია, რომ რეჟიმს მოქალაქეებზე ძალადობას აბრალებენ, თავად კი ძალადობას გმობენ
სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაული არჩევნებზე - მოქმედი მოსამართლე პროკურატურისგან გამოძიებას ითხოვს
კალაძე 4 ოქტომბერს დაკავებულებზე: მათ სახელმწიფო გადატრიალების დავალება ჰქონდათ
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)