|
2017-01-09 11:10:55, 1122 ნახვა
პოლიტიკა
იან კელი: მივესალმებით, რომ მთავრობამ ნიკა გვარამიასთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე გამოძიება დროულად დაიწყო
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი „რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების გამო, შეშფოთებულია. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დროულად დაიწყო: „პირველ რიგში მინდა ყველა ქართველს მივულოცო ახალი წელი, მე ამის საშუალება აქამდე არ მომეცა. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ ბატონი ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტით. ასევე მივესალმებით იმ ფაქტს, რომ მთავრობამ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მალევე დაიწყო. კიდევ ერთხელ ვამბობ ეს ფაქტი ძალიან შემაწუხებელია და ჩვენ მოვლენების განვითარებას თვალყურს ვადევნებთ”,-აღნიშნა იან კელიმ. ნიკა გვარამიასთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებით ლევან გაჩეჩილაძის შვილი რატი გაჩეჩილაძე დააკავეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სისტემატურ ცემას ან სხვაგვარი ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია. მუხლი, სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)