|
2017-01-09 10:40:46, 1137 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტის სასახლეში ისრაელის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
ისრაელის სახელწმიფოს პრეზიდენტის რუვენ რივლინისა და პიერველი ლედის ნეჩამა რივლინის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში პრეზიდენტის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონიით დაიწყო. თავდაცვის სამინისტროს სასულე ორკესტრის მიერ საქართველოსა და ისრაელის სახელწმიფო ჰიმნების შესრულების შემდეგ, გიორგი მარგველაშვილმა და რუვენ რივლინმა საქართველოს სახელმწიფო დროშას პატივი მიაგეს. ოფიციალური დახვედრის ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის მრჩევლები, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და ისრაელის სახელმწიფო ხელისუფლების წევრები. ნეჩამა რივლინს საქართველოს პრეზიდენტის პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ უმასპინძლა. ამწუთებში ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს პირისპირ ხვდებიან. რის შემდეგაც შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში შდგება. პრეზიდენტები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებსაც გააკეთებენ.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)