|
2017-01-08 14:52:42, 1411 ნახვა
პოლიტიკა
ნადირაშვილი ადასტურებს, რომ ხვალ ფრაქციის სხდომაზე ნიკა მელიას თავმჯდომარეობიდან გადაყენების საკითხს განიხილავენ
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირმა ნადირაშვილი ადასტურებს, რომ ხვალ ფრაქციის სხდომაზე ნიკა მელიას თავმჯდომარეობიდან გადაყენების საკითხს განიხილავენ. როგორც ნადირაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მელიამ ვერც ერთ კრიტიკულ ვითარებას ვერ გაუძლო და ის არის ადამიანი, რომელიც პოზიციებს ხშირად იცვლის: „ნიკა მელია არის ადამიანი, რომელიც ხშირად იცვლის პოზიციებს. მან ვერ გაუძლო ვერც ერთ კრიტიკულ ვითარებას. მას შემდეგ, რაც მიეკედლა მეორე გუნდს, ვითარება და ურთიერთობები უკიდურესად დაიძაბა და პიკს მიაღწია დაძაბულობამ „ნაციონალური მოძრაობის“ ამ ორ ფრთას შორის. შესაბამისად, ალბათ არავისთვის არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ შესაძლოა, ადამიანების უმრავლესობა ფრაქციაში ფიქრობდეს, რომ ფრაქციას ასეთი ლიდერი არ სჭირდება,“ - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა. ვინ დაიკავებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტს, ეს ჯერ უცნობია.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)