20:21 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-08 12:55:10, 1747 ნახვა

პოლიტიკა საზოგადოება
ბიბილაშვილი: ბოკერია-უგულავას გუნდის წევრები ფრაქციის თავმჯდომარეობიდან ნიკა მელიას გადაყენებას გეგმავენ

"ნაციონალური მოძრაობის" წევრ ზაზა ბიბილაშვილის განცხადებით, ე.წ. ბოკერია-უგულავას გუნდის წევრები ფრაქცია "ნაციონალური  მოძრაობის" თავმჯდომარეობიდან ნიკა მელიას გადაყენებას გეგმავენ.

როგორც ბიბილაშვილმა აღნიშნა, ამ მიზნით აღნიშნული ჯგუფი წერილობით 5 პირის ხელმოწერით მელიას ხვალ, დილის 10:00 საათზე, პარლამენტის შენობაში იბარებს.

„2 დღის წინ ამ ჯგუფმა საზოგადოებისა და ამომრჩევლის ზურგს უკან, დემოკრატიული სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების ცინიკური უგულებელყოფით შეცვალა დამტკიცებული საპარლამენტო სია და იქიდან ამოიღო ის ადამიანები, რომლებიც იდგნენ სხვა აზრზე. Time out-ის ფონზე მიმდინარეობს ეს ქმედებები, ჩვენი თანამებრძოლების გარიცხვა პარტიის სიიდან. ასევე ნიკა მელიას დაბარება წერილობით ფრაქციის სხდომაზე რაღაც ამხანაგური სასამართლოს მოსაწყობად. რაც შეეხება კომპრომისის შესაძლებლობას, კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ამ კონფლიქტის საჯარო გამოსვლიდან ყველა ეტაპზე, პარტიის უმრავლესობის წარმომადგენელი ჯგუფი ცდილობდა კომპრომისის მიღწევას და ეს კომპრომისი იქნა უგულებელყოფილი. ჩვენ მზად ვართ კომპრომისისთვის, თუმცა არა ჩვენი ამომრჩევლების, მხარდამჭერებისა და ჩვენი პრინციპების ხარჯზე“, - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან
კობახიძე ამბობს, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის არც 1 და არც 50 თეთრი არ ენანება, თუმცა ფარმაცევტულ მაფიაზე მტკიცებულებების გარეშე საუბრობს
მაკა ბოჭორიშვილი: უკრაინასთან ურთიერთობები ორმხრივი უნდა იყოს
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics