|
2017-01-01 12:49:09, 1379 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს მოსახლეობას ახალი, 2017 წელი მიულოცა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს მოსახლეობას ახალი წელი პრეზიდენტის სასახლიდან ქველმოქმედ ადამიანებთან ერთად მიულოცა. "ჩემო თანამემამულენო, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ჩვენო მშობლებო, შვილებო, დებო და ძმებო, ჩემი ქვეყნის საამაყო ჯარისკაცებო მინდა მოგილოცოთ ახალი წელი! 2017 წელს ჩვენ ბევრი მიზანი გვაქვს მისაღწევი. ჩვენ უნდა დავძლიოთ ეკონომიკური პრობლემები, ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯები ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისა და გამთლიანებისკენ, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულობა. დღეს მე მინდა გითხრათ, რომ ის ძალა, რომელიც ამ პრობლემებს დაგვაძლევინებს, ყველაზე მეტად ჩვენში, ქართულ საზოგადოებაშია; ჩვენს უნარში გვიყვარდეს ერთმანეთი, გვერდში დავუდგეთ ერთმანეთს, ერთმანეთის პრობლემები გავიზიაროთ, ჩვენი ქველმოქმედებითა და სიკეთით დავძლიოთ ყველა გამოწვევა. დღეს მე გადავწყვიტე, რომ ახალი წელი იმ ადამიანებთან ერთად მოგილოცოთ, ვინც მაგალითია ამ თვალსაზრისით. იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც ყოველგვარი ანგარების გარეშე საზოგადოებას, მეზობლებს, მეგობრებს, სახელმწიფოს ემსახურებიან თავიანთი იდეებით, იმ პოზიტივით, რაც მათ გააჩნიათ და იმ მომავლის იმედით, რომელიც ყოველთვის ჩვენს ქვეყანას შველოდა და აძლიერებდა. დღეს ჩვენთან ქველმოქმედი ადამიანების ძალიან მცირე ნაწილია, მაგრამ მათი მეშვეობით, ჩვენი საზოგადოების სიძლიერის მეშვეობით ჩვენ ყველაფერს დავძლევთ! საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა მათ იმ უანგარო საქმიანობისათვის, რომელსაც ეწევიან და მომავალ წელს წარმატებები უსურვა.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)