|
2016-12-30 21:27:53, 1234 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: 4 წლის განმავლობაში ჩვენ მივხედეთ ყველაზე მთავარს - შევქმენით მეტი თავისუფლების განცდა ქვეყანაში
4 წლის განმავლობაში ჩვენ მივხედეთ ყველაზე მთავარს - შევქმენით მეტი თავისუფლების განცდა ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ინტერვიუში განაცხადა. როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, მას არასდროს უთქვამს, რომ ქვეყანაში მანამდე ყველაფერი ცუდი იყო, მისი თქმით, იყო ცუდიც და კარგიც, მაგრამ განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წელი "ქვეყანაში აღარ იცხოვრებოდა". პრემიერის შეფასებით, ქვეყანაში თავისუფლების თვალსაზრისით, დღეს რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა. "ვფიქრობ, რომ ეს შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს. რამდენიც არ უნდა იყო იმის მტკიცება, რომ ყველაფერი კარგად იყო ქვეყანაში, რა თქმა უნდ, ისინი, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობდნენ და ვცხოვრობდით, ყველამ ვიცით განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში თუ რა სიტუაცია იყო ადამიანის უფლებების, იგივე მედია თავისუფლების თვალსაზრისით, ქონების, საკუთრების უფლების დარღვევის თვალსაზრისით, იგივე ადამიანების ჯანდაცვის მდგომარეობის კუთხით. ამ 4 წლის განმავლობაში ჩვენ მივხედეთ ყველაზე მთავარს - შევქმენით მეტი თავისუფლების განცდა ქვეყანაში. დღეს მე ვფიქრობ, რომ არის რადიკალურად განსხვავებული სიტუაცია. მე არასოდეს მითქვამს, რომ ქვეყანაში მანამდე იყო ყველაფერი ცუდი, იყო ცუდიც და კარგიც, მაგრამ განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წელი ქვეყანაში აღარ იცხოვრებოდა. მე ვიცი ძალიან ბევრი ადამიანი, ეს ცვილებები რომ არ მომხდარიყო, ტოვებდნენ ქვეყანას”, -განაცხადა კვირიკაშვილმა.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)