09:00 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-30 18:06:58, 2414 ნახვა

ეკონომიკა
საქართველო ბიზნესისთვის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგით რეგიონში ლიდერია

Forbes-ის მიერ გამოქვეყნებულ ბიზნესისთვის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგში საქართველო 139 სახელმწიფოს შორის 43-ე ადგილს იკავებს.

ამ შედეგით საქართველო რეგიონის ლიდერი ქვეყანაა, რადგან "ფორბსის" რეიტინგში თურქეთი 62-ე პოზიციაზეა, აზერბაიჯანი 64-ზე, სომხეთი - 75-ზე, ხოლო რუსეთი - 79-ზე.

ამ პარამეტრების მიხედვით, საქართველოს მდგომარეობა მხოლოდ ერთ კრიტერიუმშია გაუარესებული - მონეტარული თავისუფლების მიხედვით, ქვეყანამ 50-ე ადგილზე გადაინაცვლა. 

აღსანიშნავია,რომ საქართველო მე-4 პოზიციაზეა ვაჭრობის თავისუფლების მიხედვით, ხოლო ინვესტორთა დაცვის კუთხით - მე-7 ადგილზე.

ბიზნესის კეთების რეიტინგში პირველ ხუთეულში შედიან შვედეთი, ახალი ზელანდია, ჰონგ-კონგი, ირლანდია და დიდი ბრიტანეთი. 

ცნობისთვის, რეიტინგის შედგენისას გათვალისწინებულია შემდეგი კრიტერიუმები - სავაჭრო და მონეტარული თავისუფლება, საკუთრების უფლება, ინოვაციები, ტექნოლოგიები, ინვესტორთა დაცვა, კორუფცია, პერსონალური თავისუფლება, გადასახადები. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics