|
2016-12-30 13:09:04, 1221 ნახვა
პოლიტიკა
ლევან იზორია თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციაზე განმარტებებს აკეთებს
თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ უწყების ცალკეულ დანაყოფებში რეორგანიზაციასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა. მინისტრის თქმით, გენშტაბში განხორციელდა რეორგანიზაცია, გაუქმდა გარკვეული დეპარტამენტები, რომლებიც წმინდა სამოქალაქო ფუნქციებს ასრულებდნენ. იზორიას განმარტებით, აღნიშნულ მიმართულებაზე უარი არ უთქვამთ, უბრალოდ ოპტიმალური რაოდენობა შეინარჩუნეს. ამასთან, მინისტრმა სამხედრო პოლიციის ბატალიონების და სამოქალაქო პირების დათხოვნის მიზეზებიც განმარტა. იზორია ამბობს, რომ სამხედრო პოლიციის რაოდენობამ საქმეთა თანაზომიერი უნდა გახდეს. ამიტომ მისი თქმით, ტესტების შედეგად, გამოავლინეს ოპტიმალური რაოდენობა, რომელიც მუშაობას გააგრძელებს. "თუ გვინდა ნატოს სტანდარტებთან მიახლოება, უნდა ჩამოვაყალიბოთ ნატოს სტანდარტებთან თავსებადი სისტემა", - აღნიშნა მინისტრმა. მისივე განცხადებით, ოპტიმიზაცია ეხება ძირითადად სამოქალაქო პერსონალს. იზორიას თქმით, ყველა გადაწყვეტილება, რომელიც სამოქალაქო მოსამსახურეებს უკავშირდება, ობიექტური კრიტერიუმებით კომისიის ფარგლებშია მიღებული. "კომისიის საქმიანობა ვარსკვლავიანი თანამდებობების ფუნქციების იდენტიფიცირებასთანაა დაკავშირებული. მათ უკვე შეასრულეს სამუშაო და ახლა შეფასების ანალიზს ვახდენთ", - აღნიშნა ლევან იზორიამ.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)