|
2016-12-29 15:35:12, 1077 ნახვა
პოლიტიკა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ართვინის გუბერნატორს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ართვინის გუბერნატორს, ბატონ ომერ დოღანაის შეხვდა. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრას ბათუმში თურქეთის გენერალური კონსული იასინ თემიზქანი დაესწრო. რეგიონის პირველმა პირმა ართვინის ახალ გუბერნატორს თანამდებობაზე დანიშვნა და დამდეგი ახალი წელი მიულოცა. საუბრისას ზურაბ პატარაძემ ომერ დოღანაის რეგიონის ეკონომიკა, კულტურა და ტურისტული პოტენციალი გააცნო და თურქეთ-საქართველოს მეგობრობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ასევე მიმოიხილეს ის ერთობლივი პროექტები, რომლებსაც აჭარის რეგიონის ხელისუფლება თურქეთის სახელმწიფოსთან და ქვეყნის სხვადასხვა გუბერნიასთან მეგობრობის და ხელშეწყობის ფარგლებში ახორციელებს. „ძალიან მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას და ორ მეზობელ რეგიონს შორის ურთიერთობა, იქნება ეს სავაჭრო-ეკონომიკური თუ კულტურულ-ჰუმანიტარული. არაერთი საკითხი განვიხილეთ დღეს გუბერნატორთან ერთად. რა თქმა უნდა შევეხეთ სარფის გამშვებ პუნქტსაც. იქ დაგეგმილია ღონისძიებები. დაახლოებით 12 თვე დასჭირდება რეაბილიტაციას. მაქსიმალურად ვცდილობთ არ მოხდეს სარფის საბაჟოს გადატვირთვა, ეს არის ახლა პრიორიტეტი. განვიხილეთ ბათუმის აეროპორტის უფრო მეტად დატვირთვის საკითხიც. ვფიქრობ, ეს იყო ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა. დაისახა მომავალი გეგმები. გვსურს მომავალში გაიმართოს საქმიანი შეხვედრები საქმიან წრეებს შორის. გვექნება შეხვედრები მაღალმთიან აჭარასთან დაკავშირებითაც. არაერთი საინტერესი პროექტი ხორციელდება თურქეთთან მიმართებით და ვფიქრობ ეს იქნება ძალიან ნაყოფიერი ურთიერთობა", - განაცხადა ზურაბ პატარაძემ შეხვედრის დასრულებისას. შეხვედრის შემდეგ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სტუმრებთან ერთად ევროპის მოედანს ეწვია, ქალაქის მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო ეზო დაათვალიერა.
(NS)
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)