09:01 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-29 12:01:18, 2473 ნახვა

ეკონომიკა
პრემიერი: 11 თვის მონაცემებით, საქართველოდან 46 მილიონამდე ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული

2016 წლის შეჯამებისას, პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ყურადღება გაამახვილა ექსპორტის კუთხით არსებულ დადებით დინამიკაზე.

მისი თქმით, გაზრდილია მაჩვენებლები ღვინის ექსპორტის კუთხით.

„მატება აღსანიშნავია როგორც ევროკავშირის ქვეყნების, ისე აშშ-ს და სხვა ტრადიციული ბაზრების მიმართულებით. მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში ექსპორტირებულია 46 მილიონამდე ბოთლი ღვინო. ეს არის 40%-იანი მატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით. თანხობრივ მაჩვენებლებში, ეს დაახლოებით, 105 მლნ აშშ დოლარია, რაც 17%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე," - აღნიშნა პრემიერმინისტრმა.

მისი თქმით, საპროცენტო ზრდებში განსხვავება გამოწვეულია ფასების კლებით საექსპორტო ბაზარზე და როგორც კი მოხდება ბუნებრივი საექსპორტო ბაზრების რეაბილიტირება, ეს აისახება უკვე თანხობრივ მაჩვენებლებში საპროცენტო ზრდის პარალელურად. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics