12:05 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-28 21:50:55, 1139 ნახვა

პოლიტიკა
აფხაზეთის მარიონეტულმა რეჟიმმა ორი საკონტროლო გამშვები პუნქტის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ორი საკონტროლო გამშვები პუნქტის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „კავკაზსკი უზელი“ ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ჯერ კიდევ 2014 წელს დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვრზე მხოლოდ ერთი-საკონტროლო გამშვები პუნქტის დატოვების შესახებ განაცხადა. მიმდინარე წლის 15 აპრილს აფხაზურმა მხარემ ერთ-ერთი ასეთი პუნქტი უკვე დაკეტა, რის გამოც ადგილობრივებს უხერხულობა შეექმნათ.

მათივე ცნობით, ადმინისტრაციულ საზღვარზე ორი საკონტროლო გამშვები პუნქტის დახურვის შემდეგ, ღია რჩება მხოლოდ ერთი - ენგურის ხიდზე არსებული საკონტროლო გამშვები პუნქტი და კიდევ ერთი - ტექნიკური საკონტროლო გამშვები პუნქტი, რომელიც “ენგურჰესის” მომსახურებისთვის არის გათვალისწინებული - აცხადებს აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის სამართლებრივი განყოფილების ხელმღვანელი ლაშა ცაავა.

ნაბაკევისა და ოტობაიას საკონტროლო გამშვები პუნქტების დახურვის შესახებ დადგენილება ძალაში 30 დღის განმავლობაში შევა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics