14:16 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-28 15:42:24, 986 ნახვა

საზოგადოება
თამარ ჟვანიამ ხანდაზმულებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.

თამარ ჟვანია პანსიონატში ცესკოს წარმომადგენლებთან ერთად მივიდა და საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით ხანდაზმულებს საჩუქრად საახალწლო ტკბილეული და ცესკოს ბრენდირებული პროდუქცია გადასცა.

„მინდა მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი. თქვენ ძალიან დიდი სითბოსა და სიყვარულის მატარებლები ხართ. მოხარული ვარ, რომ ახლა თქვენთან ვიმყოფები. როდესაც აქ მოვდივარ, ყოველთვის მაქვს შეგრძნება, რომ მოვდივარ ჩემს მშობლებთან. ვფიქრობ, მთავარია ჩვენი ურთიერთობა და ის, რომ ერთმანეთზე ვფიქრობთ“, -აღნიშნა პანსიონატის ბენეფიციარებთან საუბრისას თამარ ჟვანიამ.

თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში ამჟამად 62 ბენეფიციარი ცხოვრობს. როგორც პანსიონატის ხელმძღვანელმა დარეჯან თომაძემ აღნიშნა, 2016 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის პანსიონატის შენობაში გახსნილი იყო საარჩევნო უბანი, სადაც საკუთარი არჩევანი ყველა ბენეფიციარმა დააფიქსირა.

ცენტრალური საარჩევნო კომისია სოციალურ აქციებში მუდმივად არის ჩართული. ხანდაზმულთა პანსიონატში საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები უკვე მესამედ იმყოფებოდნენ. მსგავსი ტიპის აქციის განხორციელებას ცესკო მომავალშიც გეგმავს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: შესაძლოა, უკრაინული დრონებიც იფრინონ ​​მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე
ზელენსკი: სომხეთსა და აზერბაიჯანს მხოლოდ მშვიდობას ვუსურვებთ
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics