14:16 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-28 14:37:07, 841 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ საქველმოქმედო გალაკონცერტის მონაწილეებს უმასპინძლეს

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და საქართველოს პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ პრეზიდენტის სასახლეში ფონდი „ნატვრის ხის" ორგანიზებით დაგეგმილი საახალწლო, საქველმოქმედო გალაკონცერტის მონაწილეებს უმასპინძლეს.

კონცერტი, რომლიდანაც შემოსული თანხა მძიმე სენით დაავადებულ ბავშვებს მოხმარდება,  დღეს, 21:30 საათზე, თბილისის ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება.

გიორგი მარგველაშვილმა სასახლეში კონცერტის ორგანიზატორს, მეცოსოპრანო ნინო სურგულაძეს და კონცერტის მონაწილე უცხოელ შემსრულებლებს სიტყვით მიმართა და საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა მივესალმო ქალბატონ ნინოს და მადლობა ვუთხრა ჩვენი ქვეყნისა და ხალხის სახელით, იმისთვის რასაც აკეთებს ჩვენი ბავშვებისთვის, ვისაც დახამრება სჭირდება. მინდა მივესალმო იმ ადამიანებს, ვინც გაერთიანდა ყველაზე მაღალი ღირებულების ჰუმანიზმის ირგვლივ და ჩამოვიდა ჩემს სამშობლოში იმისთვის, რომ დაეხმაროს ბავშვების ჯანმრთელობას. თქვენ ხართ ის ადამიანები, რომელიც ყველაზე მაღალ ჰუმანურ ღირებულებას ემსახურებით და ამავე დროს, ჩვენ ამ სამსახურის მაგალითს გვაძლევთ.

დღეს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება ეს არაჩვეულებრივი კონცერტი, რომლითაც მთელი ქართული საზოგადოება იზეიმებს ხელოვნების უნარს დაძლიოს ტკივილი, დაძლიოს ავადმყოფობა და შექმნას ჰუმანიზმის არაჩვეულებრივი პრეცედენტები. კიდევ ერთხელ თითოეულ თქვენგანს მადლობა ამ ნაბიჯისთვის", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: შესაძლოა, უკრაინული დრონებიც იფრინონ ​​მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე
ზელენსკი: სომხეთსა და აზერბაიჯანს მხოლოდ მშვიდობას ვუსურვებთ
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics