|
2016-12-28 14:09:22, 1063 ნახვა
პოლიტიკა
რაულ ხაჯიმბა: ჟენევის დისკუსიები აფხაზეთს დადებითს არაფერს არ აძლევს
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას განცხადებით, აფხაზეთის მოსახლეობას აქვს უფლება, გამოიყენონ საერთაშორისო სამართლის ნორმებით გათვალისწინებული შესაძლებლობები, - ამის შესახებ რაულ ხაჯიმბამ პრესკოფნერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას "სპუტნიკ-აბხაზია" ავრცელებს. როგორც დე ფაქტო პრეიზიდენტმა აღნიშნა, ჟენევის დისკუსიები აფხაზეთს დადებითს არაფერს არ აძლევს. "ჟენევის დისკუსიები ჩვენ გვჭირდება იმისთვის, რომ მსოფლიო საზოგადოების ყურამდე ჩვენი პოზიციები მივიტანოთ. მეტი არაფრისთვის. ჟენევის დისკუსიები არაფერს დადებითს არ ძლევს აფხაზეთს. საუბარი მიმდინარეობს გარკვეულ ჰუმანიტარულ ასპექტებზე, თუმცა როდესაც ჩვენ ვსვამთ კითხვას - ჩვენც ადამიანები ვართ, ჩვენც გვაქვს ის უფლებები, რომლებზეც თქვენ ზრუნავთ, რატომ არ ვრცელდება ისინი ჩვენზე? რატომ ვერ გადიან ქვეყნის საზღვრებს გარეთ ჩვენი სპორტსმენები, მსახიობები? რატომ ითხოვენ ჩვენგან გალის რაიონის მცხოვრებლების უფლებების დაცვას? ვინ თქვა, რომ ჩვენ მათ ვავიწროვებთ? მოგონილი ისტორიიბი კარგს არაფერს მოიტანს. ამიტომ ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ აფხაზეთის მოსახლეობასაც, განურჩევლად მისი ნაციონალური შემადგენლობისა, აქვს უფლება, გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა, რომლებსაც საერთაშორისო სამართლის ნორმები ითვალისწინებს", - განაცადა ხაჯიმბამ. ამასთან, ხაჯიმბამ გალის რაიონის მცხოვრებლების პასპორტიზაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პროცესი ძალიან გაჭიანურდა.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)