|
2016-12-28 14:08:46, 1004 ნახვა
პოლიტიკა
სერგო რატიანი „ქართულ ოცნებას“ პედაგოგების მოტყუებაში ადანაშაულებს
„განათლების მიმართულებით „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი პოპულარული დაპირება იყო ის, რომ პედაგოგს საშუალო ხელფასი 800 ლარი ექნებოდა, თუმცა ეს იყო ტყუილი“, - ამის შესახებ „ნაციონალური მორაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, 60 ათასი მასწავლებლიდან 43 ათას ხელფასი არ გაზრდია. „60 ათასი მასწავლებელია დაახლოებით საქართველოში და აქედან 43 ათასს ხელფასი არ გაზრდია. შესაბამისად ეს დაპირება იყო ტყუილი და 43 ათას მასწავლებელს არ გაზრდია ხელფასი. მაგრამ საქმე გაცილებით უფრო პრობლემურია, რადგნა ჩვენ გვყავს 15 ათასი მასწავლებელი, რომელიც სერტიფიცირებულია და მას შეიძლება ჰქონოდა 800 ლარი ან მეტი. ხელფასი მიბმულია არა სერთიფიცირებაზე. სკოლამ და სახელწმიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ მასწავლებელს სრუილი დატვირთვა ჰქონდეს. ამის მაგივრად არსებობს კანონი, რომლის თანახმადაც, რეალურად ხელფასი მიბმული არის დატვირთვაზე და ეს ქმნის იმ ვითარებას, რომ 15 ათასი მასწავლებლიდან 800 ლარს ან მეტს მხოლოდ 8000 მასწავლებელი ღებულობს. 60 ათასი მასწავლებლიდან 14% იღებს 800 ლარს და მეტს. ეს არის ძალიან ცუდი პრაქტიკა, სახელმწიფო არ უწყობს ხელს თუნდაც იმას, რომ მეტი მოტივაცია ჰქონდეთ მათ“,-განაცხადა სერგო რატიანმა. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მოითხოვს, რომ განათლების მინისტრმა აღნიშნულ საკითხში ცვლილება შეიტანოს. „ჩვენ მოვითხოვთ იმ ბრძანებაში, რომელიც არეგულირებს ამ საკითხს განათლების მინისტრმა შეიტანოს ცვლილება და ხელფასი დაკავშირებული იყო სერტიფიცირებაზე და სწორედ აქედან გამომდინარე მივცეთ საშუალება მასწავლებელბს მიიღონ ის თანხა, რომელიც განუსაზღვრა მათ სახელმწიფომ. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება ტყული და თვალებში ნაცრის შეყრა საზოგადოებისთვის. დღეს მასწავლებელი არიან მოტყუებული“,-აღნიშნა რატიანმა.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)