11:08 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-27 22:06:25, 1262 ნახვა

პოლიტიკა
გია გაჩეჩილაძე „მაესტროს“ გაყიდვაზე: ვიყავი ამ პროცესებში ჩართული, რომ ეს წილი არ წასულიყო „რუსთავი 2“-სკენ

"მაესტროს” სარჩენი ფული საკუთარი ჯიბიდან მომქონდა და როცა გამიჭირდა გადავეცი ადამიანს, ვისაც ამის საშუალება აქვს, - ამის შესახებ გია გაჩეჩილაძემ ”TV პირველის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, "არაფერი უკანონო არ მომხდარა". მისივე თქმით, ადამიანებმა, ვინც ფლობდნენ ”მაესტროს” წილებს, გაყიდეს საკუთარი წილები. ინა გუდავაძემ შეიძინა ეს წილი და გააკეთა მედია ჰოლდინგი. გაჩეჩილაძის თქმით, ისიც იყო ამ პროცესებში ჩართული, რომ ეს წილი არ წასულიყო ”რუსთავი 2”-სკენ.

”არაფერი უკანონო არ მომხდარა. ადამიანებმა, ვინც ფლობდნენ ”მაესტროს” წილებს, გაყიდეს საკუთარი წილები. ქალბატონმა ინა გუდავაძემ შეიძინა ეს წილი, გააკეთა მედია ჰოლდინგი. მეც მივეხმარე, ვიყავი ამ პროცესებში ჩართული, რომ ეს წილი არ წასულიყო ”რუსთავი 2”-სკენ. ამიტომ ჩავერიე მე, რომ არ გაერთიანებულიყო ”მაესტრო” ”რუსთავი 2”-თან. მინდოდა, რომ ეს ბიზნესკომბინაცია შემდგარიყო. მე ”მაესტროს” მფლობელი აღარ ვარ. ”მაესტროს” მფლობელია ინა გუდავაძე. ”მაესტროს” სარჩენი ფული ძალიან დიდი ხანია საკუთარი ჯიბიდან მომქონდა და როცა გამიჭირდა და აღარ მაქვს ფიზიკურად საშუალება ტელევიზია ვარჩინო, გადავეცი ადამიანს ვისაც ამის საშუალება აქვს”, - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics