|
2016-12-27 18:25:13, 1000 ნახვა
პოლიტიკა
გიგა ბოკერია: ენმ-ის ნაწილი, რომლისთვისაც მიშას სიტყვა ჭეშმარიტებაა, ხლეჩს პარტიას
პარტიის ის ნაწილი, რომლის ზოგადი პოზიცია იყო, რომ მიშა როგორც იტყვის ავტომატურად ესეა, ესე უნდა იყოს და ეს არის აბსოლუტურო ჭეშმარიტება, ეს ჯგუფი ნაბიჯ-ნაბიჯ ხლეჩს ამ პარტიას, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა გიგა ბოკერიამ განაცხადა. როგორც ბოკერიამ აღნიშნა, დათო ბაქრაძეს ჰქონდა გულწრფელი მცდელობა, რომ ეს "არანორმალური ვითარება" შეცვლილიყო. "სამწუხაროდ პარტიის ის ნაწილი, რომლის ზოგადი პოზიცია იყო, რომ მიშა როგორც იტყვის ავტომატურად ესეა, ესე უნდა იყოს და ეს არის აბსოლუტურო ჭეშმარიტება (როგორც ეს იყო მაგალითად პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, რითიც დაიწყო ის ბინძური კამპანია) ეს ჯგუფი ნაბიჯ-ნაბიჯ ხლეჩს ამ პარტიას. ეს პირველ რიგში მდგომარეობს იმ ბინძურ კამპანიაში, ივანიშვილთან გარიგებასთან დაკავშირებით, რომელშიც სამწუხაროდ თვითონ მიხეილ სააკაშვილმაც მიიღო მონაწილეობა (იხილეთ მისი გამოსვლა ზუგდიდში) და გაგრძელდა პარტიის ლეგიტიმური ორგანოს ბოიკოტირებით. ძალიან სამწუხარო რეალობაა. დათო ბაქრაძეს ჰქონდა გულწრფელი მცდელობა, რომ ეს არანორმალური ვითარება შეცვლილიყო. რეაქცია მის გამოსვლაზე იყო - ნახეთ როგორ შეეშინდათ. მძიმეა ეს ვითარება, ჩვენ ვხვდებით ჩვენი პარტიის რიგით წევრებს, გავაგრძელებთ ამ შეხვედრებს და ვისმჯელებთ, რა შეიძლება გავაკეთოთ ჩვენ ამ მძიმე ვითარებიდან გამოსვლისათვის, მაგრამ ვშიშობ, რომ ამ შემთხვევაში ჩვენს ხელში არ არის ეს გასაღები, ეს გასაღები არის ერთი ადამიანის ხელში - ეს არის მიხეილ სააკაშვილი და მის დაქვემდებარებაში მყოფი ჯგუფი, რომელიც ამ სიბინძურეს, ამ ტალახს ისვრის და ასე სამარცხვინოდ იქცევა სამწუხაროდ", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)