|
2016-12-26 10:05:53, 874 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანიამ ებრაელ ხალხს ხანუქის დღესასწაული მიულოცა
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის მთავარ სინაგოგაში ებრაელ ხალხს ხანუქის დღესასწაული მიულოცა. დავით ნარმანიამ ხანუქის პირველი სანთელი აანთო და სინაგოგაში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა. დედაქალაქის მერმა ქართველებსა და ებრაელებს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან მეგობრობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისთვის დიდი პატივია ქართველ ებრაელებთან ერთად ხანუქის დღესასწაულის აღნიშვნა. „ჩვენ ყოველწლიურად ვუერთდებითდა ებრაელ ხალხთან ერთად, მთელი გულით ვზეიმობთ ხანუქის დღესასწაულს, რომელიც სინათლის სიბნელეზე გამარჯვების, სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების სიმბოლოა. თბილისი ყოველთვის იყო და მუდამ იქნება ტოლერანტული ქალაქი, რომელიც ყველა ეროვნებისა და აღმსარებლობის ადამიანს აერთიანებს. თბილისი არის მშობლიური ქალაქი ჩვენი საყვარელი ებრაელი ძმებისათვის და ეს მრავალსაუკუნოვანი მეგობრული, ძმური ურთიერთობები დღეს უფრო და უფრო მტკიცდება. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს.ვუერთდები თქვენს ზეიმს და გისურვებთ მშვიდობასა და კეთილდღეობას თქვენ და თქვენს ოჯახებს“ - განაცხადა დავით ნარმანიამ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)