|
2016-12-25 17:55:03, 1093 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი: ჩემი ძალიან დიდი გულწრფელი და თბილი მადლობა პატრიარქს იმისთვის, რომ არსებობს
„პირველ რიგში ჩემი ძალიან გულწრფელი და თბილი მადლობა მას, იმისთვის, რომ არსებობს და არის ნუგეშად ყველა ჩვენგანისთვის", -ასე მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უწმინდესს და უნეტარეს ილია მეორეს აღსაყდრებიდან 39-ე წლისთავი. პრემიერმა პატრიარქს ეროვნული მნიშვნელობის მოღვაწე უწოდა. „მინდა, ვუსურვო მას დღეგრძელობა და ჯანმრთელობა. ფასდაუდებელია მისი ღვაწლი საქართველოს არა მხოლოდ სასულიერო, არამედ საერო ცხოვრებაშიც. იგი არის ეროვნული მნიშვნელობის მოღვაწე, რომლის მნიშვნელობაც, დიდი ხანია, გასცდა საქართველოს ფარგლებს. მის პერიოდში მოხდა სასულიერო ცხოვრების, ეკლესია-მონასტრებისა და სამონასტრო ცხოვრების აღორძინება და მინდა, მადლობა გადავუხადო მას ძალიან ბევრი ადამიანის სახელით. პირველ რიგში ჩემი ძალიან გულწრფელი და თბილი მადლობა მას, იმისთვის, რომ არსებობს და არის ნუგეშად ყველა ჩვენგანისთვის“,-აღნიშნა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)