07:27 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-21 21:43:40, 2346 ნახვა

ეკონომიკა
ცოტნე ყავლაშვილი: დღეს, ხაზინის სავალუტო ანგარიშზე ჩამორიცხულია ევროკავშირის გრანტი 6 მილიონი ევროს ოდენობით

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, სახაზინო სამსახურის ხელმძღვანელის, ცოტნე ყავლაშვილის განცხადებით, ფინანსთა სამინისტრომ გამოაქვეყნა მიმდინარე წლის ბიუჯეტის 11 თვის შესრულების საბოლოო პარამეტრები, რაც მნიშვნელოვნად მეტყველებს ბიუჯეტის თანაბარ ხარჯვაზე.

„ამდენად, ჩვენთვის გაუგებარია ოპონენტების ბრალდებები ამ მიმართულებით. 2015 წლის დეკემბერში, წლიურ პარამეტრთან მიმართებაში ბიუჯეტის ხარჯვა 12,5 პროცენტს შეადგენდა და მაშინ ყველამ აღიარა, რომ 2015 წელი იყო გამორჩეული ბიუჯეტის თანაბარზომიერი ხარჯვით. ამ კუთხით, ჩვენ 2016 წელს უკეთესი მდგომარეობა გვაქვს," - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, ხარჯების მიმართულებით შესრულების მაჩვენებელი 89-პროცენტიანია. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ამ კუთხით შესრულების მაჩვენებელი 2016 წლის დეკემბერშიც უკეთესი იქნება გასულ წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

„მნიშვნელოვანი გადაჭარბება გვაქვს საგადასახადო შემოსავლების კუთხით. დეკემბერში უკვე მიღებული გვაქვს დაფინანსება საგარეო წყაროებიდან. როგორც ცნობილია, აზიის განვითარების ბანკიდან ჩვენ მივიღეთ საბიუჯეტო დაფინანსება  258 მლნ ლარის ოდენობით.  დღეს, ხაზინის სავალუტო ანგარიშზე ჩამორიცხულია ევროკავშირის გრანტი 6 მილიონი ევროს ოდენობით. ჯამში, დეკემბერში ევროკავშირისგან ველოდებით საბიუჯეტო გრანტებს 100 მლნ ლარის ოდენობით. ამდენად,  ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია ოპონენტების კომენტარები ბიუჯეტზე, რომელიც დაგეგმილია, გაწერილია და შესრულდება ყველა გეგმიური პარამეტრის მიმართულებით," - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ცოტნე ყავლაშვილმა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics