|
2016-12-21 15:47:49, 820 ნახვა
სამხედრო
სომხეთის თავდაცვის მინსტრმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა ვიგენ სარგსიანმა გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნუკრი გელაშვილმა. დღესვე, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი საქართველოს თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიას შეხვდა. საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის თავდაცვის მინისტრი დელეგაციის წევრებთან ერთად თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლასაც (DIB) ეწვევა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან სომხეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ დისკუსიას გამართავს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)