13:46 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-21 13:11:02, 2740 ნახვა

მსოფლიო
თურქეთში ელჩის მკვლელობასთან დაკავშირებით დაკავებულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა

თურქეთში რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ Haber 7 იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, 6 ადამიანი აიდენის პროვინციაშია დაკავებული, სადაც თავდამსხმელი მევლუთ მერთ ალთინთაში დაიბადა. კიდევ 6 ეჭვმიტანილი აიყვანეს იზმირში. ანკარაში ასევე დაკავებულია პირი, რომლის ბინაშიც თავმდამსხმელი ცხოვრობდა.

შეგახსენებთ, რომ ანდრეი კარლოვი 19 დეკემბერს ანკარაში ფოტოგამოფენის გახსნის დროს მოკლეს. მას 22 წლის მევლუთ მერთ ალთინთაშმა ესროლა, რომელიც ყოფილი სპეცრაზმელი იყო. ის პოლიციამ შემთხვევის ადგილზევე მოკლა. თურქეთმა და რუსეთმა მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცეს და მკვლელობის ერთობლივ გამოძიებაზე შეთანხმდნენ. რუსეთმა თურქეთში 18-კაციანი საგამოძიებო ჯგუფი გაგზავნა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და რამდენიმე მუშა მოიყოლა
პოლონეთი უკრაინას რუსეთის მხრიდან შესაძლო ცრუ დროშის ოპერაციაზე აფრთხილებს
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics