07:27 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-25 20:14:43, 481 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი საბერძნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საბერძნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს პროკოპის პავლოპულოსს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„ ჩემთვის დიდი პატივია გულითადად მოგილოცოთ საბერძნეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღე. საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თქვენს ქვეყანასთან მეგობრული და ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობების განვითარებას. ღრმად მწამს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ახლო პარტნიორული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდება და გაღრმავდება ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ჩვენი ქვეყნის სწრაფვის ურყევი მხარდაჭერისათვის. თქვენო აღმატებულებავ, ნება მიბოძეთ დაგიდასტუროთ ჩემი ღრმა პატივისცემა და გისურვოთ წარმატებები თქვენს მომავალ საქმიანობაში, ხოლო ბერძენ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა“, - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის წერილში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics