|
2016-12-20 16:34:58, 1109 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი კენჭისყრისთვის ევროპარლამენტს გადაეგზავნება
ევროკავშირის საბჭოს მუმდივ წარმომადგენელთა კომიტეტმა (Coreper) 13 დეკემბერს ევროპარლამენტთან მიღწეული შეთანხმება საქართველოს ვიზალიბერალიზაციის თაობაზე დაადასტურა, - ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგევრდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს ვიზალიბერალიზაციისა და "შეჩერების ახალი მექანიზმის" ამოქმედება ერთდრიულად უნდა მოხდეს. ერვოკავშირის საბშოს თავმჯდომარე ქვეყნის, სლოვაკეთის შინაგან საქმეთა მინისტრ რობერტ კალინიაკის განცხადებით, საბჭომ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებისადმი ძლიერი მხარდაჭერა აჩვენა. "ვროკავშირის თავმჯდომარეს სჯერა, რომ სანდო რეფრმების გზა სწორია და უნდა იყოს წახალისებული. შეჩერების მექანიზმის ბოლო განახლებამ მოგვცა ახალი იმპულსი იმ ქვეყნებთან ვიზალიბერალიზაციის შესახებ მოლაპარაკებებში, რომლებმაც ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილეს. ამავე დროს, შეჩერების მექანიზმის განახლებული ვერსია დაგვეხმარება, , რომ ეს ქვეყნები აღნშნულ კრიტერიუმებს კვლავ აკმაყოფილებდნენ", - განაცხადა კალინიაკმა. ამასთან, როგორც ევროკავშირის საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული, მუმდივ წარმომადგენელთა კომიტეტის დადასტურების შემდეგ, რეგულაცია ევროპარლამენტს წარედგინება, სადაც პირველი მოსმენით კენჭისყრა გაიმართება, შემდეგ კი საბჭოს დასამტკიცებლად დაუბრუნდება. არსებული ინფორმაციით, ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს სავარაუდოდ 2 თებერვალს განიხილავენ.
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
ბრიანსკში საცხოვრებელ შენობებზე დრონის შეჯახების შედეგად 13 ადამიანი დაშავდა
მოსკოვმა 9 მაისს კიევზე თავდასხმით დაიმუქრა და სხვა ქვეყნებს საელჩოების ევაკუაციისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)