05:43 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-20 11:28:57, 2169 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ გერმანიის მთავრობისგან 1 400 000 ევროს ოდენობის გრანტი მიიღო

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში, სსე-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ, გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KfW) სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფისის დირექტორმა ჰანს რიკმა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის სექტორის კოორდინატორმა კლაუს ვეგელმა ხელი მოაწერეს საფინანსო ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებშიც, გერმანიის მთავრობა, გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KFW) საშუალებით, 1 200 000 ევროს ოდენობის გრანტს გამოყოფს.

ხელშეკრულება ითვალისწინებს 500/400 კვ ეგხ „წყალტუბო-ახალციხე-ტორტუმის“, გურიის გადამცემი ინფრასტრუქტურის გაძლიერებისა და „ჩრდილოეთის რგოლი წყალტუბოს“ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას.

გარდა ამისა, ხელი მოეწერა „ჩრდილოეთ-სამხრეთის ენერგეტიკული კორიდორის პროექტის“ ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებას საკონსულტაციო მომსახურების დასაფინანსებლად. გრანტის ოდენობა შეადგენს 200 000 ევროს.

„ამ პროექტების განხორციელებით შეიკვრება ძლიერი ენერგეტიკული კვანძი რომელიც კიდევ უფრო გაზრდის ჩვენი ქვეყნის ენერგოსისტემის სტაბილურობას და მდგრადობას. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო გერმანიის მთავრობას, ჩვენი ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა სსე-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ.

 

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics