08:14 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-19 15:03:56, 934 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი ევროპარლამენტის დელეგაციის წევრებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპარლამენტის  დელეგაციის წევრებს შეხვდა, რომლებიც თბილისს ევროკავშირი–საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მესამე სხდომის ფარგლებში სტუმრობენ.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრულ საკითხებზე და მომავალ სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ კონტექსტში ხაზი გაესვა ევროკავშირი–საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის როლსა და მის ფუნქციებს.

შეხვედრაზე ითქვა, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ,  საქართველოს პრემიერ–მინისტრმა პირველი ვიზიტი სწორედ ბრიუსელში გამართა, რაც ადასტურებს საქართველოს მთავრობის ერთგულებას ქვეყნის ევროპული მისწრაფებებისადმი.

ყურადღება გამახვილდა  ვიზალიბერალიზაციის პროცესში შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით მიღწეულ პროგრესზე და გამოითქვა იმედი, რომ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შემდგომი საკანონმდებლო პროცედურები შეუფერხებლად გაგრძელდება და უახლოეს პერიოდში წარმატებით დასრულდება.

ევროპარლამენტარების მხრიდან აღინიშნა  საქართველოს, როგორც  „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებს შორის ლიდერის, როლი დემოკრატიული რეფორმების განხორციელების მხრივ, მათ შორის–  გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის კუთხით.

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ევროპარლამენტის წევრებს მადლობა მხარდაჭერი რეზოლუციებისთვის და  იმ თანამშრომლობისთვის, რასაც ევროპარლამენტი საქართველოს მიმართ იჩენს.

ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი ერთ-ერთია იმ ინსტიტუციური ჩარჩოდან, რომელსაც ასოცირების ხელშეკრულება ადგენს ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშროლობისთვის, აღმასრულებელ ხელისუფლებაში მოქმედი ასოცირების საბჭოსა და ასოცირების კომიტეტებთან ერთად. ევროპარლამენტის  დელეგაციას ბრიტანელი კონსერვატორი, საჯად კარიმი ხელმძღვანელობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვმა 9 მაისს კიევზე თავდასხმით დაიმუქრა და სხვა ქვეყნებს საელჩოების ევაკუაციისკენ მოუწოდა
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics