07:04 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-19 13:20:34, 937 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში შეშის მარაგს 1000-მდე ოჯახი მიიღებს

ნაძალადევში მცხოვრებ მოქალაქეებს, რომლებიც ელექტროენერგიითა და გაზმომარაგებით ვერ სარგებლობენ, შეშა ურიგდებათ.

თბილისის მერიის ინფორმაციით,  რაიონის მასშტაბით, სულ 1000-მდე ოჯახს გამოეყოფა ზამთრის სეზონისთვის აუცილებელი დახმარება.

მათივე ცნობით, თითოეული ოჯახი 1,5 კუბურ მეტრ შეშას მიიღებს, სულ 1600 კუბური მეტრი დარიგდება. სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობის დასახმარებლად ნაძალადევის რაიონის გამგეობა ბიუჯეტიდან 148 800 ლარს გამოყოფს.

დახმარება უკვე მიიღეს თემქის მცხოვრებლებმა. ამ ეტაპზე შეშის დარიგება სანზონაში მიმდინარეობს.

 ზამთრის მარაგი მიიღო გუდამაყრის #2-ში, კარდილოგიური კლინიკის ყოფილ შენობასა და ასევე ქარხანა „ალიონში“ მცხოვრებმა სოციალურად შეჭირვებულმა მოსახლეობამ. დახმარებას მიიღებს ყველა ის კომპაქტური ჩასახლება, რომელიც არ არის გაზიფიცირებული და არ მიეწოდება ელექტროენერგია. მომდევნო დღეებში შეშა დაურიგდებათ ლოტკინისა და ნაძალადევის უბნების მოსახლეობას.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics