05:33 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-19 13:12:10, 906 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი ლექვინაძე: მუნიციპალურ ტრანსპორტზე ფასი არ გაიზრდება

 „მუნიციპალურ ტრანსპორტზე ფასი არ გაიზრდება“,-ამის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილემ  ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა.

როგორც  ლექვინაძემ აღნიშნა, სამარშრუტო ტაქსებს კერძო ოპერატორი მართავს და ტარიფის ცვლილებასთან დაკავშირებით, მერიას ბერკეტები არ აქვს.

„მუნიციპალურ ტრანსპორტზე, ავტობუსებზე და მეტროზე ტარიფის გაზრდას არ განვიხილავთ. ამ ეტაპზე საკმაოდ სოლიდური სუბსიდიაა თბილისის მერიიდან გამოყოფილი ტრანსპორტის მიმართულებით. ეს არის 60 მილიონ ლარზე მეტი,თუ გახდება საჭიროება ბუნებრივია, მერია იზრუნებს გაზრდაზე. რაც შეეხება სამარშრუტო ტაქსებს, მას მართავს კერძო ოპერატორი,რომელსაც იმ ხელშეკრულების მიხედვით, რომელიც არის გაფორმები მერიასთან 2010 წელს. არანაირი ბერკეტი არ აქვს მერიას, რომ ტარიფზე ზემოქმედება მოახდინოს და ეს ტარიფი არ არის რეგულირებადი“,-განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics