05:31 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-18 17:10:02, 974 ნახვა

საზოგადოება
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზაზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღგენილია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

მათივე ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად (ღამის საათებში ყინვა -28 გრადუსია, დღის საათებში კი -12 გრადუსი), ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია და ამ გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა  თავისუფალია.

„უსაფრთხოების მიზნით და საცობების თავიდან ასაცილებლად, საპატრულო პოლიცია მისაბმელიან ტრანსპორტს ეტაპობრივად ატარებს. მისაბმელიანი ტრანსპორტის ნაწილი უკვე გატარებულია როგორც მლეთის, ასევე ლარსის მიმართულებიდან.

გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხორცილდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით, მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში მიმდინარეობს ცალმხრივად.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით ხდება“,-აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics