2016-12-16 16:09:06, 2159 ნახვა
ეკონომიკა
Bloomberg-ის ელექტრონულ სავაჭრო სისტემაში 1 დოლარი 2.7200 ლარი ღირს
Bloomberg-ის ელექტრონულ სავაჭრო სისტემაში დღევანდელი დღის მონაცემებით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გამყარების ტენდენციით ხასიათდება და მისი შეძენა 2.7200 არის შესაძლებელი, - ამის შესახებ ინფორმაცია გამოცემის ვებ გვერდზეა ასახული.
გამოცემის ინფორმაციით დღიური მაჩვენებელი ასე გამოიყურება : 2.6700 - 2.7213
ცნობისთვის, Bloomberg-ზე ვაჭრობა დღეს, 1 დოლარი 2.6800 კურსით დაიწყო და ლარის კურსი გაუფასურებას განაგრძობს.
ამასთან, თბილისის დროით 16:00 საათზე 1 დოლარის შეძენა Bloomberg-ზე 2.7200 ლარად იქნება შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ გუშინ 1 აშშ დოლარის შეძენა Bloomberg-ზე 2.6800 კურსით იყო შესაძლებელი და ამავე კურსით დასრულდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან