14:44 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-16 14:56:59, 2486 ნახვა

მსოფლიო
პესკოვი: ამერიკამ ან უნდა შეწყვიტოს საუბარი რუსულ ჰაკერულ შეტევებზე ან მტკიცებულებები წარადგინოს

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ვაშინგტონმა ან უნდა შეწყვიტოს საუბარი რუსულ ჰაკერულ შეტევებზე ან მტკიცებულებები წარადგინოს, სხვაგვარად ასეთი საქციელი მიუღებელია, - ამის შესახებ "რია-ნოვოსტი" იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში აშკარა ჩარევის გამო ზომებს მიიღებს.

"ვფიქრობ, ეჭვგარეშეა, რომ იმ შემთხვევაში, თუ უცხო ქვეყნის მთავრობა ცდილობს ჩვენი არჩევნების პატიოსნებაზე ზეგავლენის მოხდენას, ჩვენ ზომებს უნდა მივმართოთ", - განაცხადა ბარაკ ობამამ.

მედია საშუალების ინფორმაციით, აშშ-ში წინასაარჩევნო კამპანიის დროს კიბერთავდასხმა განხორციელდა დემოკრატიული პარტიის სერვერებზე და ჰილარი კლინტონის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ჯონ პოდესტას ელექტრონულ ფოსტაზე. მოპარული მიმოწერა ვებგვერდ "ვიკილიქსზე" გამოქვეყნდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა, ის გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics