|
2016-12-16 12:31:03, 1129 ნახვა
სამხედრო
ლევან იზორია ილჰამ ალიევს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პირველი შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან გამართა. უწყების ცნობით, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ აზერბაიჯანის პრეზიდენტს თბილი დახვედრისა და მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული და მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობას. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს აზერბაიჯანის სახით საიმედო მეზობელი ჰყავს. ჩვენს ხალხებს შორის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა, კეთილმეზობლური ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობა რეგიონში სტაბილურობის განმტიცების გარანტია. სიამოვნებით მინდა, აღვნიშნო თავდაცვის სფეროში ურთიერთობის აქტიური დინამიკა, რაც თანამშრომლობის ორმხრივ და სამმხრივ ფორმატებში გამოიხატება“, - განაცხადა ლევან იზორიამ. ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი შეხვედრებს აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან არტურ რასი-ზადესთან, თავდაცვის მინისტრ გენერალ-პოლკოვნიკ ზაკირ ჰასანოვთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ელმარ მამედიაროვთან გამართავს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)