02:33 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-15 15:38:53, 994 ნახვა

საზოგადოება
მაკა ჩიჩუა მხედველობა დაქვეითებული ადამიანების განათლებისა და რეაბილიტაციის ევროპის მე-7 საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო

საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა მხედველობადაქვეითებული ადამიანების განათლებისა და რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭოს აღმოსავლეთ ევროპის მე-7 საერთაშორისო კონფერენციას „პარტნიორობა: მშობლებისა და სპეციალისტების თანამშრომლობის როლი უსინათლო ბავშვის განათლების პროცესში" დაესწრო, რომელიც დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაციის "მარიანი" დამფუძნებელმა მარიამ მიქიაშვილმა გახსნა და კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

მათივე ინფორმაციით,  მარიამ მიქიაშვილმა საქართველოს პირველ ლედის დასწრებისათვის მადლობა გადაუხადა და კონფერენციის ჩატარებაში საქართველოს პრეზდენტის სარეზერვო ფონდის თანამონაწილეობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს პრეზიდენტის  მისასალმებელი მიმართვა გააცნეს.

„ყველა ჩვენგანის პასუხისმგებლობაა ვაშენოთ საზოგადოება, სადაც თითოეულ ადამიანს ექნება საკუთარი ნიჭის გამოვლენის, თვითრეალიზაციისა და სრულფასოვანი ცხოვრების შესაძლებლობა. ამდენად, უსინათლოთა განათლების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობას, გამოცდილების გაზიარებას, სამომავლო პერსპექტივების დასახვას, ხელისუფლებათათვის კომპეტენტური რეკომენდაციების შემუშავებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.   სპეციალისტებთან ერთად, განსაკუთრებით მისასალმებელი და სწორი მიმართულებით სვლის საწინდარია ამ პროცესში მშობელთა აქტიური ჩართულობა", - აღნიშნულია გიორგი მარგველაშვილის მიმართვაში.

ცნობისთვის, კონფერენციის მიზანი უსინათლოთა განათლების სფეროში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, მშობლების და სპეციალისტების გაძლიერება, ასევე სამომავლო თემების გამოკვეთა და მთავრობისთვის რეკომენდაციების შემუშავებაა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics