07:26 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-15 15:19:31, 1016 ნახვა

პოლიტიკა
ხოშტარია კობახიძეს: მორჩით პრეზიდენტთან კინკლაობას და ნამდვილად აღარ ვიხმარ ამ სიტყვას არასდროს

ამ დარბაზშიც არაერთი ადამიანია, რომელიც ძალიან მძიმე შეურაცხყოფას აყენებდა პრეზიდენტის ინსტიტუტს. ეს იმ წამიდან დაიწყო, როდესაც ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა და თქვა, რომ მას პრეზიდენტი აღარ მოსწონს, - ასე მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ, პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, პოლიტიკური პროცესი ერთამენთის ჯინაზე გადაწყვეტილებების მიღებად იქცა.

"ვიცი "ქართული ოცნების" თვისება, რომ რეალობას სხვა სახელს, არქმევენ ან ემალებიან ჰგონიათ, რომ ის რეალობა იცვლება. იტყვით მაგალითად, რომ ეკონომიკურად ყველაფერი კარგად არის და გგონიათ, რომ ასეც არის. პრეტენზია, რომ გაქვთ, იმაზე ჩვენ რამე სიტყვა არ ვიხმაროთ, პრობლემა იმაში კი არ არის ჩვენ რა სიტყვას ვიხმართ, პრობლემა იმაშია, თუ რა ურთიერთობა ჩამოყალიბდა თქვენსა და პრეზიდენტის ინსტიტუტს შორის. არც ჩვენი და არც საზოგადოების საქმე არ არის აქ მტყუან-მართალი ვარკვიოთ. ამიტომ თქვენდამი ჩემი თხოვნა იქნება, მორჩით კინკლაობას და ნამდვილად აღარ ვიხმარ ამ სიტყვას არასდროს", - მიმართა ხოშტარიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics