|
2016-12-15 09:46:06, 1018 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: საქართველო იმყოფება ძალიან კარგ პირობებში იმისათვის, რომ მომავალ განვითარების გეგმებზე ვიმსჯელოთ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის სხდომაზე ეროვნული ვალუტის გაუფასურებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. კვირიკაშვილის თქმით, იმ გეოგრაფიულ არეალში, სადაც საქართველო იმყოფება, სავაჭრო პარტიორი ქვეყნების პრაქტიკულად ყველა ვალუტა გაუფასურებულია: „თუ ჩვენ პროცენტულ მაჩვენებლებს შევხედავთ, და ამაზე ჩვენი ოპონენტები ხშირად აპელირებდნენ და მინდა ვთქვა, რომ ეს იყო აბსოლუტურად საფუძველს მოკლებული წმინდა წყლის პოლიტიკური სპეკულაციები, ეს იყო დაახლოებით 100%-ზე მეტი გაუფასურება, ყველა ძირითადი ვალუტის, საუბარი მაქვს, თურქული ლირაზე, ეს არის უკრაინული გრინა, რომელიც 200%-0ზე ზევით არის, რუსული რუბლი დაახლოებით 90%-ის ფარგლებშ, აზერბაიჯანული მანათი, 100%-ზე ზევით, 2012 წელზე იყო საუბარი, 2012 წლის შემდეგ ქართული ლარი გაუფასურებულია დაახლოებით60 - 65%-მდე ფარგლებშ. ეს არ არის რა თქმა უნდა კარგი, თუმცა მინდა ვთქვა, რომ საქართველო თავისი ეკონომიკური განვითარების დინამიკით, მიუხედავად ყველა იმ გამოწვევისა, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით და მიუხედავად იმ სოციალური ფონისა, რომელშიც ჩვენი მოსახლეობა დღეს იმყოფება, გამომდინარე ჩვენი ქვყნის განვითარების დონიდან, იმყოფება ძალიან კარგ პირობებში, იმისათვის, რომ ჩვენ ვიმსჯელოთ მომავალ, ძალიან მნიშვნელოვანი განვითარების გეგმებზე. ყველა ნაბიჯი, რომელსაც ჩენ ვდგამთ ორიენტირებულია იმისკენ, რომ ჩვენ გვქონდეს უფრო მაღალი განვითარების დინამიკა, ვიდრე ეს ეს ჩვენს სამეზობლო ქვეყნებშია”,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)