02:46 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-14 16:41:02, 2155 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილი: ლარიზაციასთან დაკავშირებით ჩვენ არაფერი ცუდი არ დაგვიანონსებია

ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ე.წ. ლარიზაციის გეგმასთან დაკავშირებით ოპონენტების კრიტიკას გამოეხმაურა. ქუმსიშვილის თქმით, ამ მიმართულებით მთავრობის მიერ დაგეგმილი ნაბიჯები ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია:

„ლარიზაციასთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ ჩვენ არაფერი ცუდი არ დაგვიანონსებია. ქვეყნის ეკონომიკისთვის ეს არის მნიშვნელოვანი და ძალიან კარგი. ჩვენ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მოძრაობას“,-განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

შეგახსენებთ, ე.წ. ლარიზაციის გეგმის ფარგლებში, დოლარში აღებული სესხის ლარში გადატანას 33 ათასი მსესხებელი შეძლებს, ისინი, რომლებმაც  უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი, უცხოური ვალუტით გაცემული კრედიტი 2015 წლის 1 იანვრამდე აიღეს. აქედან 31 ათას მსესხებელს სრულად მოიცავს, ხოლო 2 ათას მსესხებელს - ნაწილობრივ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics