06:29 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-14 14:02:02, 1024 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე აბესაძეს პასუხობს: თქვენ დროს ამოიღეს სს საპროცესო კოდექსიდან დაზარალებული, როგორც მხარე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე  საპარლამენტო უმცირესობის წევრის ირაკლი აბესაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც,  დღემდე გივი თარგამაძეს  მანქანის აფეთქების საქმის მასალები არ გააცნეს.

მდინარაძის თქმით, სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ამოიღეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიდან დაზარალებული,  როგორც მხარე  და  პროკურატურას შეუძლია  მასალები არ გააცნოს.

„რაც შეეხება გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებას, თქვენ დროს ამოიღეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიდან დაზარალებული, როგორც მხარე  და თქვენ მოიკითხეთ,  რატომ არ აცნობენ საქმის მასალებს. შეუძლიათ არ გააცნონ და თუ გააცნობენ ეს იქნება მხოლოდ კეთილი ნება პროკურატურის.საპროცესო უფლება შესაბამის დაზარალებულს არ გააჩნია, 2-3 წლის წინ რაღაც უფლებები დაემატა, რომ  შედარებით გამოსწორებულიყო სიტუაცია.

რაც შეეხება ხმების ყიდვას, დაშინებას და შანტაჟსა, ეს თქვენი ხელწერაა“,-აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძე სასწავლო  წიგნების თემასაც გამოეხმაურა:

„ მახსოვს ბაქარაშვილი-ცეცხლაძის საქმე, სადაც თქვენ წიგნების დამატებით გამომშვები ადამიანები ციხეში გამოამწყვდიეთ, რომ ამაზე მონოპოლიზაცია მიღწეულიყო.რაც შეეხება დღეს არსებულ  რეალობას, 80 მილიონამდე დაიზოგა საქართველოში მოსწავლეების ოჯახის წევრებისაგნ და რაც შეეხება შინაარს, შინაარსი დამტკიცებული იყო და ამ შინაარსით დაიბეჭდა“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics