02:28 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-13 21:09:41, 2219 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილი: 100 000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე ადამიანებს სესხების გალარების მიმართულებით, სუბსიდიების ნაწილი არ შეეხებათ

ჩვენ საქართველოს მთავრობაში მას შემდეგ, რაც კანონი მიიღება, ნამდვილად დავადგენთ წესს, რომელშიც იქნება ჩაწერილი, რომ 100 000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე ადამიანებს, არ შეეხებათ სუბსიდიების ნაწილი გალარების მიმართულებით, - ამის შესახებ პირველმა ვიცე პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე განაცხადა, სადაც მან 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი წარადგინა და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მათთვის ყოველდღიური მუშაობა პრინციპულად მნიშვნელოვანია.

„ჩვენი ყოველდღიური მუშაობა არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. ასეთი მუშაობის შედეგი იყო, მათ შორის, რანჟირების მიმართულება სესხების გალარების სუბსიდირების მიმართულებით. როგორც მოგახსენეთ, კანონში ჩაწერილია, რომ საქართველოს მთავრობა დაადგენს წესს, როგორ უნდა განიკარგოს. ჩვენ საქართველოს მთავრობაში მას შემდეგ, რაც კანონი მიიღება, ნამდვილად დავადგენთ წესს, რომელშიც იქნება ჩაწერილი, რომ 100 000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე ადამიანებს, არ შეეხებათ სუბსიდიების ნაწილი გალარების მიმართულებით“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics