05:57 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-13 18:18:36, 1342 ნახვა

პოლიტიკა
ქუთაისში მოქალაქეები ავტომობილებზე, საწვავსა და სხვა ნავთობპროდუქტებზე აქციზის გაძვირებას გააპროტესტებენ

ხვალ, ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან ავტომოყვარულები, ავტომობილების იმპორტიორები, დილერები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და რიგითი  მოქალაქები  ფართომასშტაბიან  საპროტესტო  აქციას  გამართავენ. 

აქციის მონაწილეები ავტომობილებზე, საწვავსა და სხვა ნავთობპროდუქტებზე აქციზის გაძვირებას გაპროტესტებენ. 

მათი თქმით, აღნიშნული საგადასახადო ცვლილებები, ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური პირობების ფონზე, დამატებით პრობლემებს შეუქმნის საქართველოს მოსახლეობას, გაძვირდება საწვავი, საავტომობილო ზეთები, ავტომობილები, სატრანსპორტო მომსახურება და მგზავრობა, რაც გამოიწვევს ყველა სახეობის პროდუქტის გაძვირებას და ხელს შეუწყობს მოსახლეობის უფრო მეტად გაღარიბებას.
 
ორგანიზატორების ინფორმაციით, აქციას მოქალქეები თბილისიდან, რუსთავიდან, ბათუმიდან, ზუგდიდიდან და ფოთიდან შეუერთდებია. 

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, თბილისის და რუსთავის მონაწილეები 14 დეკემბერს, 10:00 საათზე შეიკრიბებიან დიღმის ხეივანში მე-13 კილომეტრი (სუპერმარკეტ სმარტთან). რის შემდეგაც მსვლელობით გაემართებიან  ქუთაისისკენ, მსვლელობას შემოუერთდება, გორის და ხაშურის მონაწილეები.  

აქციის მონაწილეები საპროტესტო პერფორმანსს მოაწყობენ და მოითხოვენ საქართველოს პარლამენტის წევრებმა მხარი არ დაუჭირონ საგადასახადო ცვლილებებს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics