|
2016-12-13 17:43:10, 1867 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ქუმსიშვილი: როცა საარჩევნოდ ვიყავით გასული, ვთქვით, რომ 2017 წელს პენსიების ზრდა არ იქნებოდა
ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მთავრობა წინასაარჩევნოდ მოსახლეობისთვის მიცემული დანაპირების მიხედვით მოქმედებს. როგორც ქუმსიშვილმა საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე, ელენე ხოშტარიას კითხვის საპასუხოდ განაცხადა, საარჩევნო პერიოდში მოსახლეობამ უკვე იცოდა, რომ 2017 წელს პენსიები არ გაიზრდებოდა: „გაკეთებული გვაქვს ანალიზი შესაბამისად, ვიცით, კონკრეტულად კონკრეტული აქციზის შემთხვებაში რა ზეგავლენას მოახდენს გადაწყვეტილებები. თუ კონკრეტულ რიცხვებთან გაქვთ შეკითხვა, სპეციალისტების დონეზე შესაძლებელია ვიმსჯელოთ ეს რიცხვი როგორია, ან სხვა. მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს გათვლები გაკეთებულია. პენსიებთან დაკავშირებით მინდა კონკრეტული პასუხი გაგცეთ, ეს არის პოლიტიკური პასუხისმგებლობა, როდესაც ჩვენ საარჩევნო პერიოდში საარჩევნოდ ვიყავით გასული მაშინ აბსოლუტურად გულწრფელად ვთქვით, რომ 2017 წელს პენსიების ზრდა არ იქნებოდა ჩადებული. დღეს ჩვენ ჩვენს დანაპირებს მივსდევთ, რა იქნება 2018 წელს ამ მიმართულებით, ამწუთში არმინდა ამაზე საუბარი“,-განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)