|
2016-12-13 17:19:14, 1792 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ელენე ხოშტარია ქუმსიშვილს: რას ეუბნებით პენსიონერებს ასეთი უგუნური გეგმის შედეგად
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრისთვის, ელენე ხოშტარიასთვის გაუგებარია, რატომ არ აპირებს მთავრობა 2017 წლის ბიუჯეტით პენსიების ზრდას. როგორც ხოშტარიამ საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე განაცხადა, სადაც ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ, საქართველოს ეკონომიკაზე უარყოფითად არა პენსიების ზრდა, არამედ აქციზის ზრდა, რეგულაციების შემოღება, გადასახადების ზრდა, ან შემცირება აისახება: „არჩევნების შემდეგ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი როცა იყო მოსული საზოგადოებას აცნობა, რომ არ აპირებს პენსიების ზრდას. რატომ არ გახსენდებათ, როგორ აწვება ეკონომიკას აქციზის ზრდა, რეგულაციების შემოღება, გადასახადების ზრდა, ან არ შემცირება. რატომ არ გახსენდებათ ეს, როდესაც ზრდით სუს-ის ბიუჯეტს, ინფრასტრუქტურის სამინისტროს ისედაც აუთვისებელ ბიუჯეტს. ყველაფერი ეს ეკონომიკას არ აწვება და პენსიის 50 ლარიანი ზრდა აწვება ეკონომიკას? რას ეუბნებით პენსიონერებს ასეთი უგუნური გეგმის შედეგად?“,-მიმართა ელენე ხოშტარიამ ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)