01:11 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-13 10:54:22, 2120 ნახვა

ეკონომიკა
ბიზნესმენთა ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორის, თამაზ კაპანაძის  პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ვანო ჩხარტიშვილის პრესსამსახურის პასუხი ბიზნესმენთა ფედერაციის  მოთხოვნასთან დაკავშირებით, ჩხარტიშვილის მიერ, ყურადღების გადატანის მცდელობას წარმოადგენს.

„9 დეკემბერს გავრცელდა ვანო ჩხარტიშვილის პრესსამსახურის პასუხი ბიზნესმენთა ფედერაციის  მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომლითაც ფედერაცია,  ვანო ჩხარტიშვილისგან, კუთვნილი შენობის  დაბრუნებას მოითხოვს. 

გავრცელებული განცხადება წარმოადგენს, ვანო ჩხარტიშვილის მიერ, ყურადღების გადატანის მცდელობას, რამდენიმე მილიონიანი შენობის სრულად დაპატრონების ფაქტიდან, ბიზნეს ფედერაციასთან დადებული ხელშეკრულების პირობების იგნორირებით.   საინტერესოა, რომ ვანო ჩხარტიშვილი სულ აპელირებს მის მიმართ ვითომდა რეპრესიებზე, სააკაშვილის ხელისუფლების მმართველობის პერიოდში, თუმცა როგორც მის წინააღმდეგ პატარკაციშვილების ოჯახის სარჩელის საფუძველზე ინგლისის სასამართლოში გაირკვა, ქონების დიდი ნაწილი ჩხარტიშვილმა  სწორედ სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში მოიპოვა. მეორე საკითხია ამ ქონების მოპოვების კანონიერება, რასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობდა ზემოთხსენებული სასამართლო დავა.

რაც შეეხება რეპრესიებს, ის სწორედ ბიზნეს ფედერაციის აღმასრულებელ დირექტორს თამაზ კაპანაძეს შეეხო, რომელსაც ვანო ჩხარტიშვილისაგან განსხვავებით ამის გამო არასოდეს  უთქვამს უარი მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე.

კვლავ გვსურს საჯაროდ მოვუწოდოთ ვანო ჩხარტიშვილს ნებაყოფლობით დაუბრუნოს ბიზნეს ფედერაციას მის მიერ მითვისებული შენობა და შეწყვიტოს ფედერაციისა და შესაბამისად მისი დამფუძნებელი 51 კომპანიისა და ფიზიკური პირის საკუთრების უფლებების უხეში დარღვევა.

ბიზნეს ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორი მზად არის საჯარო დებატებისათვის,  ვანო ჩხარტიშვილთან,  ზემოთაღნიშნულ საკითხზე ღია ეთერში ნებისმიერ ტელეარხზე, რათა საზოგადოებას მიეცეს საშუალება ჰქონდეს სრული წარმოდგენა თუ რა აღმაშფოთებელ ფაქტთან გვაქვს საქმე“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics