17:59 - 07 Jun, 2026
|
2016-12-12 16:18:59, 1928 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ინაშვილი: მზად ვარ, სუს-მა შემისწავლოს, თუმცა ეჭვი არ მეპარება, რომ ისედაც შესწავლილი ვყავარ
ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ ლიდერის ირმა ინაშვილის განცხადებით, ნდობის ჯგუფში ის საკუთარი ფრაქციიდან იქნება წარმოდგენილი. ინაშვილის თქმით, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებმა“ არჩევანი მის კანდიდატურაზე შეაჩერეს. „დღეს მე მოვისმინე სხვადასხვა ტიპის შეფასებები და გაისმა ისეთი მოსაზრებაც, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უნდა შეისწავლოს ყველა კანდიდატის კონტაქტები, ბიოგრაფია და ა.შ. რამდენად სანდოა ესა თუ ის კანდიდატი მონაწილეობდეს ნდობის ჯგუფში. მივესალმები ამას და მზად ვარ, შემისწავლოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, თუმცა ეჭვი არ მეპარება, რომ ისედაც შესწავლილი ვყავარ“, - აღნიშნა ინაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)