01:14 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-12 16:07:44, 2406 ნახვა

ეკონომიკა
აზიის განვითარების ბანკიდან საქართველომ ბიუჯეტის მხარდამჭერი დაფინანსება მიიღო

საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის ხელმოწერილი ბიუჯეტის მხარდამჭერი სასესხო ხელშეკრულებების რატიფიცირების შემდეგ, დღეს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ხაზინის სავალუტო ანგარიშზე ჩაირიცხა აზიის განვითარების ბანკისგან მისაღები დაფინანსება 98,7 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, სახაზინო სამსახურის უფროსმა, ცოტნე ყავლაშვილმა აღნიშნა, 13 დეკემბერს, კონვერტაციის პროცედურის შემდეგ, შესაბამისი თანხა, რაც დაახლოებით, 255 მილიონი ლარი მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში.   

საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის (ADB) ბიუჯეტის მხარდამჭერ სასესხო ხელშეკრულებებს ხელი  მიმდინარე წლის 1-ელ სექტემბერს მოეწერა.  

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics